Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | ხვალიდან გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
ambebi.ge
08 December 2017, 14:20
ხვალიდან საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, დღეს ნალექი შენარჩუნდება, თუმცა, ინტენსივობა თანდათან იკლებს.

"ნალექიანი ამინდი დღეს შენარჩუნდება, თანდათან ინტენსივობა იკლებს. ამაღამ ზოგან არის შესაძლებელი იყოს ნალექი. ხვალიდან უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. დღეს, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში 4-9 გრადუსია, დედაქალაქში - 6 გრადუსი", - განაცხადა სვეტლანა ნიორაძემ.

მისივე თქმით, დღეს, დღის მეორე ნახევრიდან /* (c)AdOcean 2003-2017, Advertline.http:www.ambebi.ge.ambebi zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegexgjtpwgtix', {myMaster: 'JMAMEgzB7aCnHl4YFlohfVnNXPY7F8b2mm8Ixy9EHUf.t7' }); გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი, მათ შორის თბილისშიც.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსის ინფორმაციით, ხვალ, 9 დეკემბერს, დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 15 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოში 5-10 გრადუსია მოსალოდნელი, თბილისში - 7 გრადუსი. სვეტლანა ნიორაძის თქმით, 10 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, აღმოსავლეთში კი მოსალოდნელია მცირე ნალექი.

"10 დეკემბერს ჰაერის ტემპერატურა აღმოსავლეთში იქნება 6-11 გრადუსი, დასავლეთში 12-17 გრადუსი", - განაცხადა სვეტლანა ნიორაძემ. მისივე ინფორმაციით, 11 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი